აპრილი 2024
ორსაოთხუპრშაკვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
fiata afg
GET
აირჩიეთ დრო:
GEO | ENG | RUS
თქვენი ელ. ფოსტა:

თქვენი სახელი:

ტექსტი:
გაწმენდა გაგზავნა
სტატისტიკა

International Transport and Elevator Service დაფუძნებულია  2009 წელს. კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით, რომელთაც გააჩნიათ დიდი გამოცდილება საერთაშორისო და მულტიმოდალურ გადაზიდვებში.

მიუხედავად იმისა, რომ სულ რამოდენიმე წელია, რაც კომპანია ITES დაარსდა, მისმა გუნდმა მოახერხა წარმოეჩინა იგი, როგორც ერთ–ერთი ყველაზე მზარდ და სანდო კომპანიად, რომელმაც შეძლო თავის დამკვიდრება ხანმოკლე პერიოდში, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენი კომპანიის მოქნილობა საშუალუბას გვაძლევს ინდივიდუალურად მივუდგეთ თითოეულ გადაზიდვას, აქედან გამომდინარე ჩვენ შევძელით რამოდენიმე რთული სპეციფიკაციის გადაზიდვის ორგანიზება.

მოკლე ხანში, კომპანიაში დასაქმებული თითოეული თანამშრომელის საქმისადმი ერთგულებამ და თავდაუზოგავმა შრომამ უზრუნველყო კომპანიის მთავარი ამოცანის შესრულება – მომსახურების სრული და ყოველმხრივი სპექტრის შეთავაზება.

დღეისათვის, როგორც თავისუფალი ექსპედიტორი, კომპანია გაფართოვდა ყველა სახის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრნასპორტის მიმართულებით და საქმიანი ურთიერთობები აქვს თითქმის ყველა ცნობილ საერთაშორისო გადამზიდავებთან.

 

საავტომობილო გადაზიდვები

საავტომობილო გადაზიდვები, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:  

 

  FCL  -  კონტეინერის სრულად დატვირთვა

  LCL  -  კონტეინერის არასრულად დატვირთვა

  გრუპაჟული ტვირთი

  REF  -  კონტეინერები ტემპერატურული კონტროლით

 

 

საზღვაო გადაზიდვები

კომპანია IT&ES უზრუნველყოფს ზღვის სატვირთო კონტეინერების გადაზიდვებს ჩინეთში, თურქეთში, ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში და სხვა ქვეყნებში და პირიქით.

ჩვენი მომსახურების ჩამონათვალი:

კონტეინერის (ტვირთის) მიტანა დატვირთვით გამგზავნ საწყობში და მიწოდება პორტში შემდგომი ტრანსპორტირებისთვის. დახმარება საჭირო საბუთების ფორმირებაში, დახმარება საბუთების ქართულ ენაზე თარგმნაში, პორტის გადამისამართება ნავსადგურებში, კონტეინერების (ტვირთის) გადატვირთვა პორტებში მანქანაზე, მატარებელზე, გემზე და პირიქით. საზღვაო ფრახტის ანგარიშსწორება საკონტეინერო გადაზიდვებზე. კონტეინერის (ტვირთის) მიტანა მანქანით ან მატარებლით პორტიდან მიმღებ საწყობში. საქონლის ადგილმდებარეობის მუდმივი მონიტორინგი.

სტანდარტული ჩამონათვალი საბუთების, რომლებიც აუცილებელია ტვირთის განბაჟებისათვის და ტვირთის გაფორმებისათვის პორტში.

საქონლის მიწოდების კონტრაქტი. ანგარიშფაქტურების ორიგინალები. შესაფუთი ფურცლების ორიგინალები. სატრანსპორტო დოკუმენტაციის ორიგინალები (კონოსამენტი, სატრანსპორტო და სარკინიგზო ზედნადებები). ტვირთის მიმღების მიერ გაცემული მინდობილობა ჩვენს წარმომადგენელზე პორტში კონტეინერების გადმოტვირთვისთვის.

გარდა ამისა;

ტვირთზე ცხოველური წარმოშობის–ორიგინალური ვეტერინარული სერთიფიკატი. ტვირთზე მცენარეული წარმოშობის–ორიგინალური ფიტოსანიტარული სერთიფიკატი.

ტვირთიდან გამომდინარე შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვა დამატებითი საბუთები.


სარკინიგზო გადაზიდვები

კომპანია IT&ES ძირითადი საქმიანობაა სარკინიგზო გზით ტვირთების და კონტეინერების გადაზიდვა. მქონე ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობისა, როგორც რკინიგზის ხელმძღვანელობასთან, ასევე გადამზიდავ კომპანიებთან და საბორნე ოპერატორებთან, კომპანია IT&ES უზრუნველყოფს სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებს ევროპაში, ბალტიისპირეთში, მონღოლეთში, ჩინეთში, ავღანეთში, ირანში და ა.შ.

კომპანია IT&ES უზრუნველყოფს შემდეგი სახის სარკინიგზო გადაზიდვებს:

მანქანებით ტვირთის გადაზიდვას:

ტვირთის გადაზიდვას რკინიგზით შორის სადგურებში.ტვირთის ტრანსპორტირება–დატვირთვას ევროპის ქვეყნებში და თურქეთში ევროპის მანქანებზე შემდგომი საზღვრის გადაკვეთისთვის. დატვირთული მანქანების ICS საბორნე მიწოდებას თურქეთიდან ტვირთის გადატვირთის გარეშე.

კონტეინერებით ტვირთის გადატანა:

COC-კონტეინერებით (გადამზიდავის კონტეინერებით–საზღვაო ან სარკინიგზო საკუთრების). SOC–კონტეინერებით (საკუთარი კონტეინერებით–კონტეინერები რომლებიც ეკუთვნის ტვირთის გამგზავნს ან ნაყიდი კონტეინერებით, რომლებიც შევიძინეთ ჩვენი შემკვეთების დაკვეთით).

არაგაბარიტული (არასტანდარტული) ტვირთის გადაზიდვა:

სამშენებლო ტექნიკის, ლითონის კონსტრუქციების, სხვადასხვა დიდი გაბარიტების მქონე დანადგარების გადაზიდვას თურქეთი, ევროპა, აშშ და სხვა.

დიდი რაოდენობის ტვირთის ტრანსპორტირება (პროექტის ტრანსპორტირება):

ერთი დიდი პარტიის მიწოდებისას ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან თურქეთს შესაძლებლობა აქვს მნიშვნელოვნად შეამციროს საფასური მულტიმოდალური ტრანსპორტის გამოყენებით გემი–მანქანაზე. ამ შემთხვევაში, ტვირთი მიეწოდება ტვირთმზიდით პორტს შემდგომი გადატვირთვით მანქანებზე.

კომპანია IT&ES უზრუნველყოფს დამატებითი მომსახურების ორგანიზებას სარკინიგზო გადაზიდვებზე, როგორიცაა:

მანქანების შეკვეთას  და ტვირთის მიწოდებას დატვირთვისათვის (როგორც ევროპის მანქანებზე, ასევე ICS მანქანებზე. გამგზავნი საწყობიდან მანქანით ტვირთის მიწოდებას რკინიგზის სადგურამდე ან პორტში. სადგურზე ტვირთის დატვირთვა–დაცლა მატარებლიდან მანქანებზე ან პირიქით. ტვირთის დატვირთვას პორტში მანქანებზე, ნავებზე ან პირიქით. ტვირთის საბუთების გაფორმებას (CIM,SMGS და ა.შ). საბაჟო პროცედურებს (დამატებითი ხელშეკრულება შემკვეთთან). 

1
მთავარი | კომპანია | სერვისი | სასარგებლო ინფორმაცია | შეკვეთა | კონტაქტი